კანტის „პროლეგომენები“ - მალე

კანტის „პროლეგომენები“ - მალე

კანტის მოძღვრებასთან კავშირი თანამედროვე ერის კულტურის სიმაღლის ერთ-ერთი უტყუარი მაჩვენებელია. ქართული კულტურის კიონიქსბერგელი ბრძენის მოძღვრებასთან კავშირის საწყისად 1827 წელი უნდა ჩაითვალოს, როცა სოლომონ დოდაშვილმა (1805-1836) კანტზე ორიენტირებული საკუთარი სისტემის პირველი ნაწილი – “ლოგიკა” – გამოაქვეყნა პეტერბურგში.

 

კანტის ნაშრომთა პირველი ქართული თარგმანი, საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლს, ნიკოლაი ჰარტმანის მოწაფეს, პროფესორ მოსე გოგიბერიძეს (1897-1949) ეკუთვნის. მან 1936 წელს გამოაქვეყნა კანტის „პროლეგომენების“ ქართული თარგმანი, დაურთო საინტერესო შესავალი და კომენტარები.

 

Carpe Diem სულ მალე, თებერვლის თვეში, შემოგთავაზებთ „პროლეგომენების“ ორენოვან (ქართულ-გერმანულ) გამოცემას, რომელსაც დართული აქვს თარგმანის მაშინდელი რედაქტორის, ცნობილი პარტიული ფუნქციონერის პროფესორ პეტრე შარიას წინასიტყვაობა კანტის ქართული თარგმანის მნიშვნელობის შესახებ. პროფესორ გურამ თევზაძის ნარკვევი – „მ. გოგიბერიძე და ქართული კანტოლოგია“ მკითხველს აცნობს ახალი ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვან ასპექტს და მოსე გოგიბერიძის მნიშვნელობას ამ კულტურისათვის.

 

 

 

 

გამომცემლები: გუბაზ გოგიბერიძე, ალექსანდრე ალადაშვილი

გაზიარება: